პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს
პატიმარ გიორგი დავითაძის მამა ავთანდილ დავითაძე, „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბევრი კარგი რამ გაუკეთა - ქვეყანა წუმპიდან ამოიყვანა და საერთაშორისო არენაზე წარმატებები მოიპოვა.
დავითაძის თქმით, სააკაშვილმა სასამართლოში რეფორმა ჩაატარა, თუმცა, მდგომარეობა ვერ გამოასწორა.
„ვიყავი „ეროვნული ფორუმის“ წევრი 2008 წლიდან. აქტიურ ოპოზიციაში ვიყავი, იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილმა თავის დროზე, ბევრ კარგთან ერთად, რაც ჩემს ქვეყანას გაუკეთა, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს. მაგრამ როცა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა უსამართლო სასამართლო, გულდასაწყვეტი ის იყო, რომ იმის მერე [შევარდნაძის მმართველობის შემდეგ] რეფორმა ჩაატარა სააკაშვილმა და ვერ გამოასწორა მდგომარეობა, ნაცვლად იმისა, რომ გასწორებულიყო“, - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.
1791130090
მსოფლიოესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ესპანეთში, კატალონიაში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კატალ...
1791127059
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. როგორც განცხადებაშია აღნიშ...
1791125319
ახალი ამბებისოზარ სუბარი – იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო გავლენებს ემსახურებიან საქართველოში, ვურჩევ, დაიხურონ ქუდი და წავიდნენ პოლიტიკიდან
„საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული IRI-ის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ რადიკალურ ოპოზიციასა და აგენტურას საქართველოში მხარდაჭერა აღარ...
1791124858
ახალი ამბებითბილისში კაცს საკუთარი იარაღიდან ტყვია გაუვარდა და დაზიანება მიიღო
თბილისში კაცს საკუთარი იარაღიდან ტყვია გაუვარდა და დაზიანება მიიღო. ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივის“ ინფორმაციით, კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შემთხვევა ხილიანის ქუჩაზე მოხდა.
1791122176
მსოფლიოღაზას ცენტრში ისრაელის იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა
ღაზას სექტორში ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Times of Israel-ი პალესტინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავდა თხუთმეტი ადამიანი, რ...






























