პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი
დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან მოლდოვისა და თურქეთის მოქალაქეები.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან: მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული დ. ს., 1989 წელს დაბადებული ს. ს., 1973 წელს დაბადებული ა. ჩ., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული ო. გ. , 2001 წელს დაბადებულ მ.ჩ., 1999 წელს დაბადებული ფ.ს და 2005 წელს დაბადებული მ.ი.

დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის და მითითებული ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „მეფედრონი“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის და დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 261-ე, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749297422

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობაზე: არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან?

არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან? - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმ...

 ლევან მაჭავარიანი

1749295857

სპორტი

ESPN-მა სეზონის საუკეთესო ვინგერები დაასახელა - კვარაცხელია ათეულშია

ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ვინგერების ტოპ 10 შეადგინა, რომელშიც მე-7 ადგილს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს....

ხვიჩა კვარაცხელია:

1749292419

მსოფლიო

თურქეთში ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალისას 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ყურბან-ბაირამის პირველი დღე და დაშავებული 14 000 ადამიანი - თურქეთში, ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალის მიმდინარეობის დროს ათასობით ადამიანმა მიიღო დაზიანება. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ...

თურქეთითურქეთი

1749291163

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი. აბსურდული ბრალდებაა, ნება იბოძოს და დაასახელოს ის ადამიანები, ვინც დაურეკა და სთხოვა მას სანქციების მოხსნა

აბსურდული ბრალდება, მორიგი სიყალბე, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომლის თანახმად, სანქცირებული პირები ევროკავშირში...

გიორგი სოსიაშვილი

1749288650

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია, ვინაიდან, არ არსებობს ისეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას აფასებს, რომელიც ირწმუნება, რომ სანქცირებული პირები ევროკავშირში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგ...

გიორგი ვოლსკი