პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1991 წელს დაბადებული გ.პ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2000 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს მინის ბოთლის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.გ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული გ.პ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754739391

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ქვეყანა ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობიანი პოლიტიკის წყალობით მიდის სასურველ შედეგამდე და ეს ყველაფერი აისახება იმ რეიტინგებში, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერაა გამოქვეყნებული

 საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P...

დავით მათიკაშვილი

1754739339

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ

 მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომი...

დავით მათიკაშვილი

1754737378

საზოგადოება

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებ...

ცესკოცესკო

1754735585

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს, სახელმწიფო ცენტრები ახალი ბენეფიციარების მისაღებად სრულად მზად არიან

 ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციართა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს - პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც სერვისს, კერძო სუბიექტებისა...

 მიხეილ სარჯველაძე

1754734275

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის რესპუ...

საგარეო საქმეთა სამინისტრო