დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ

მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების უკრაინაში გაყვანის შესახებ.
მისივე თქმით, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს მათი მოქალაქეების გადაადგილება.
„უკრაინამ უნდა უზრუნველყოს მათი მოქალაქეების გადაადგილება - ბუნებრივია, საქართველოს ტერიტორიის გავლით. ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში დავუშვათ იმ პირების შემოსვლა, ვისი წარსულიც, ვისი დოკუმენტაციაც და შესაბამისი ვარაუდებიც არ შეესაბამება იმ საკანონმდებლო განაწესებს, რომელიც არსებობს საქართველოში საზღვრის კვეთისთვის“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
1754739457
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ცდილობენ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ორთოდოქს „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯვნა მოხდეს ამ პარტიების, თითქოს, საზოგადოების თვალში დახატონ სურათი, რომ ისინი არ არიან დაკავშირებულნი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალის“ საარჩევნო ნომრების დაკარგვის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს გარკვეულ...
1754739391
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ქვეყანა ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობიანი პოლიტიკის წყალობით მიდის სასურველ შედეგამდე და ეს ყველაფერი აისახება იმ რეიტინგებში, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერაა გამოქვეყნებული
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P...
1754737378
საზოგადოება2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებ...
1754735585
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს, სახელმწიფო ცენტრები ახალი ბენეფიციარების მისაღებად სრულად მზად არიან
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციართა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს - პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც სერვისს, კერძო სუბიექტებისა...
1754734275
საზოგადოებასაგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის რესპუ...