თურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ოფიციალური ანკარა მხარს უჭერს პროგრესს, რომელსაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა მყარი მშვიდობის დამყარების გზაზე მიაღწიეს.
კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება იმას, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას.
„იმ დროს, როცა საერთაშორისო კონფლიქტები, კრიზისები მწვავდება, ეს ნაბიჯი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ-ის ადმინისტრაციის წვლილს ამ პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თურქეთის საგარეო უწყება აგრეთვე ხაზს უსვამს იმას, რომ ახლა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევის ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა.
ცნობისთვის, გუშინ ვაშინგტონში, თეთრ სახლში ტრამპმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას.
1754739391
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ქვეყანა ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობიანი პოლიტიკის წყალობით მიდის სასურველ შედეგამდე და ეს ყველაფერი აისახება იმ რეიტინგებში, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერაა გამოქვეყნებული
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P...
1754739339
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომი...
1754737378
საზოგადოება2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებ...
1754735585
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს, სახელმწიფო ცენტრები ახალი ბენეფიციარების მისაღებად სრულად მზად არიან
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციართა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს - პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც სერვისს, კერძო სუბიექტებისა...
1754734275
საზოგადოებასაგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის რესპუ...