მიხეილ სარჯველაძე: ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს, სახელმწიფო ცენტრები ახალი ბენეფიციარების მისაღებად სრულად მზად არიან

 ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციართა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს - პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც სერვისს, კერძო სუბიექტებისაგან იღებდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე ადგილზე გაეცნო ვითარებას, რეგისტრაციის პროცესისა და ცენტრების მზაობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამედიცინო პერსონალისგან მიიღო.

მინისტრის განცხადებით, პროგრამაში ჩასართავად, უკვე ასობით ბენეფიციარი დარეგისტრირდა და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მისი თქმით, სახელმწიფო ცენტრები, ახალი ბენეფიციარების მისაღებად, სრულად მზად არიან — უზრუნველყოფილია კვალიფიციური სამედიცინო გუნდი, საჭირო მედიკამენტები და მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო, ბენეფიციარებს, შედეგზე ორიენტირებულ სერვისს, სრულად უფასოდ მიაწვდის.

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, რეგისტრაცია 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროცედურის გავლა შესაძლებელია „ონლაინ“, ვებგვერდზე - ost.moh.gov.ge .

ბენეფიციარებს, ასევე, შეუძლიათ, მიმართონ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, ან - მის ტერიტორიულ განყოფილებებს. ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველ დღე, კვირის გარდა, 15:00-დან 18:00 საათამდე.დამატებითი ინფორმაციისთვის, მოქმედებს ცხელი ხაზი: 032 230 10 53.", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754739457

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ცდილობენ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ორთოდოქს „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯვნა მოხდეს ამ პარტიების, თითქოს, საზოგადოების თვალში დახატონ სურათი, რომ ისინი არ არიან დაკავშირებულნი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“

 საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალის“ საარჩევნო ნომრების დაკარგვის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს გარკვეულ...

დავით მათიკაშვილი

1754739391

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ქვეყანა ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობიანი პოლიტიკის წყალობით მიდის სასურველ შედეგამდე და ეს ყველაფერი აისახება იმ რეიტინგებში, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერაა გამოქვეყნებული

 საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P...

დავით მათიკაშვილი

1754739339

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ

 მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომი...

დავით მათიკაშვილი

1754737378

საზოგადოება

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებ...

ცესკოცესკო

1754734275

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის რესპუ...

საგარეო საქმეთა სამინისტრო