პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1960 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული გ.გ., 1999 წელს დაბადებული ლ.გ. და წარსულში ნასამართლევი პირები -1987 წელს დაბადებული ზ.ქ., 1978 წელს დაბადებული გ.დ. და 1994 წელს დაბადებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ა. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - წერია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753290196

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო - უზბეკეთის სავაჭრო -...

მარიამ ქვრივიშვილ

1753287964

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, ეს გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ აღარ იქნება წამალდამოკიდებული

„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ აღარ იქნება წამა...

 მიხეილ სარჯველაძე

1753285985

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შ...

მარიამ ქვრივიშვილი

1753285324

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება

„დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“, - აღნიშნულის შესახებ ჯ...

 მიხეილ სარჯველაძე

1753283778

ახალი ამბები

თბილისში მოტოციკლი ავტომობილს შეეჯახა - გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგო...

 ავტოსაგზაო შემთხვევა