პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი
ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1786219819
მსოფლიოზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ფარულ, მასშტაბურ მობილიზაციას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ფართომასშტაბიან ფარულ მობილიზაციას გეგმავს. ზელენსკის თქმით, კრემლს ასობით ათასი მობილიზებული ჯარისკაცი არა მხოლოდ...
1786217805
მსოფლიოკანადაში ტყის ხანძრების გამო ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო, სამერლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიის გამო სამერლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან, ხანძრის გავრცელების გამო საჭირო გახდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია. მედიის ცნობით,...
1786214347
მსოფლიორუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული დრონებისა და რაკეტა „ფლამინგოს“ მწარმოებელ კომპანიაზე იერიში მიიტანეს
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს კიევზე იერიშის დროს, სხვა ობიექტებთან ერთად იერიში მიიტანეს საწარმო „კიევი 111“-ზე, რომელიც აწარმოებს სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკ...
1786211345
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე, სეპარატისტებიდან ოფიციალურად მხარდაჭერილი ოპოზიცია გვყავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გიორგი ბარამიძის განცხადების გამო მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების გამოხმაურებას...
1786209041
ახალი ამბებირუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე
რუსულმა ძალებმა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ავტობუსზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჟა ავრცელებს. განჟას ცნობით, ავტობუსზე თა...




























