ლაშა ქოიავა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე: კეზერაშვილმა სამხედრო თათბირზე მოიტანა სააკაშვილის სურვილები და ამ სურვილებს იცავდა. იგი არ იცავდა სამხედროების პოზიციებს, რადგან სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო

კეზერაშვილმა თათბირზე მოიტანა სააკაშვილის სურვილები და ამ სურვილებს იცავდა. ის არ იცავდა სამხედროების პოზიციებს, რადგან სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო, - ასე იხსენებს 2008 წლის 7 აგვისტოს თათბირს სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი, ვიცე-პოლკოვნიკი,, 2008 წლის ომის საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელი, ლაშა ქოიავა პოდკასტში „რეჟიმის ანატომია“.

„დილის 5 საათზე უნდა ვყოფილიყავი მინისტრის თათბირზე, ეს იყო 7 აგვისტო. თათბირს ესწრებოდა ბევრი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მახოსოვს კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი. იქ, სადაც ეს თათბირი ტარდებოდა, კეზერაშვილსაც არაფერი ესაქმებოდა, რადგან ეს იყო უშუალოდ საბრძოლო მოქმედებაზე გასვლის თათბირი. იქ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და სამხედროები.

ამ სამხედრო თათბირამდე, ისინი პრეზიდენტთან იყვნენ თათბირზე და იქიდან წამოიღეს რაღაც მოთხოვნები. ამიტომ ცდილობდნენ სამხედრო მოქმედების მისადაგებას სამოქალაქოების რაღაც თხოვნებზე, რაც სრული აბსურდია. თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსის ჯარი უკვე შემოსული იყო, ამ თათბირზე ეს უნდა გაჟღერებულიყო, მაგრამ 7 აგვისტოს დილით, ამის შესახებ თათბირზე არაფერი თქმულა“, - აღნიშნა ლაშა ქოიავამ.

ქოიავას თქმით, თათბირზე იმ პოზიციამ გაიმარჯვა, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობის პირები ლობირებდნენ.

„ვინაიდან, საბრძოლო მოქმედება არ წავიდა იმ გეგმით, რაც იყო დაწერილი და წინასწარ შემუშავებული, თუნდაც რამდენიმე საათი დავაგვიანეთ იმის გამო, რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთში რაღაც ვერ გაარკვიეს, ე.ი მათ გაიმარჯვეს და ე.ი მათ შეიტანეს წვლილი ომის შედეგზე. იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი, კეზერაშვილი სამხედროების პოზიციებს არ იცავდა, ის იცავდა სააკაშვილის სურვილებს. რადგან სამხედრო გეგმით ცხინავლში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო“, - აღნიშნა ქოიავამ.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786219819

მსოფლიო

ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ფარულ, მასშტაბურ მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ფართომასშტაბიან ფარულ მობილიზაციას გეგმავს. ზელენსკის თქმით, კრემლს ასობით ათასი მობილიზებული ჯარისკაცი  არა მხოლოდ...

ზელენსკიზელენსკი

1786217805

მსოფლიო

კანადაში ტყის ხანძრების გამო ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო, სამერლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიის გამო სამერლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან, ხანძრის გავრცელების გამო საჭირო გახდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია. მედიის ცნობით,...

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

1786214347

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული დრონებისა და რაკეტა „ფლამინგოს“ მწარმოებელ კომპანიაზე იერიში მიიტანეს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს კიევზე იერიშის დროს, სხვა ობიექტებთან ერთად იერიში მიიტანეს საწარმო „კიევი 111“-ზე, რომელიც აწარმოებს სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკ...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

1786211345

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე, სეპარატისტებიდან ოფიციალურად მხარდაჭერილი ოპოზიცია გვყავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გიორგი ბარამიძის განცხადების გამო მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების გამოხმაურებას...

ცოტნე ანანიძე

1786209041

ახალი ამბები

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე

რუსულმა ძალებმა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში ავტობუსზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჟა ავრცელებს. განჟას ცნობით, ავტობუსზე თა...

უკრაინული მხარე