პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი: 1996 წელს დაბადებული ე.ა., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ს., 1970 წელს დაბადებული თ.მ., 1993 წელს დაბადებული შ.გ., 1948 წელს დაბადებული რ.ა., 1993 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1968 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ა.-მ, შ.ს.-ს დახმარებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით 2005 წელს დაბადებულ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაადგინეს გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი, რის შემდეგაც პოლიციამ ე.ა. და შ.ს. ბრალდებულების სახით დააკავა.
ასევე, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც ინფორმაციას ფლობდნენ მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 150-ე და 376-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1757692009
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიე...
1757689070
საზოგადოებანათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მ...
1757688355
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონფ...
1757687990
მსოფლიოჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა დაადასტურა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული, ტ...
1757687646
საზოგადოებაგურამ ნიკოლაშვილი: თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ
„ქართული ოცნების“ საკრებულოს პროპორციული სიის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანელი მწერლის, „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს აზიარებს, სადაც როულინგი, მათ შო...