ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ეკონომისტთა VII ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციის „ეროვნული ვალუტის როლი საქართველოს ეკონომიკაში“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია საქართველოს ეკონომისტის დღის ფარგლებში ჩატარდება და ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ საქართველოს ეკონომიკურ საზოგადოებას ეკონომისტის დღე მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
როგორც ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, სწორმა და თანმიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ფინანსურმა სტაბილურობამ ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით უმთავრესი როლი შეასრულა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მაკროეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, საგარეო მოწყვლადობის შემცირების, ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებისა და ფინანსური სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისით.
„საქართველო გლობალურად გამორჩეულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით და პოსტპანდემიურ პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს გაუტოლდა. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა, ხოლო 2025 წელს ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა და იანვარ-ივლისის მონაცემებით 8%-ს შეადგენს. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად დაბალი ინფლაცია მიანიშნებს ეკონომიკაში პროდუქტიულობის ზრდაზე,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. მისი შეფასებით, სტრუქტურულმა რეფორმებმა, მათ შორის, ეკონომიკის ლარიზაციის ღონისძიებებმა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტების განვითარებამ და მაკროპრუდენციული რეგულაციების გაძლიერებამ ხელი შეუწყო კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
„მიმდინარე წელს სავალუტო ფონდმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. სავსებით რეალურია, რომ საქართველომ აჩვენოს უფრო მაღალი ზრდის ტენდენცია შემდეგ წლებში, ვიდრე ეს სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგნოზით არის მოსალოდნელი. თუმცა მიმდინარე პროგნოზითაც, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის და ევროპის კანდიდატ ქვეყნებს შორის,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი.
1757692009
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ეკონომისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიე...
1757689070
საზოგადოებანათია თურნავამ ეკონომისტთა დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეკონომისტის დღესთან დაკავშირებით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მ...
1757687990
მსოფლიოჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია
ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის ტაილერ რობინსონია. იუტას შტატის გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა დაადასტურა, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული, ტ...
1757687646
საზოგადოებაგურამ ნიკოლაშვილი: თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ
„ქართული ოცნების“ საკრებულოს პროპორციული სიის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანელი მწერლის, „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს აზიარებს, სადაც როულინგი, მათ შო...
1757687041
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო
ახალციხეში თანამედროვე სტანდარტებისსპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, - ახლად აშენებული მულტიფუნქციური კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალი...