მარიამ ქვრივიშვილი: „ბორჯომის“ ახალი საწარმო მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც 120 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 600 სამუშაო ადგილი შეიქმნა“

„ბორჯომის“ ახალი საწარმოს გახსნა, მსგავსი პროექტები და ინვესტიციები ჩვენთვის უდიდესი სტიმულის მომცემია, რადგან ისინი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის როლს, ხაზს უსვამს, რომ ბიზნეს გარემო ქვეყანაში სტაბილურია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიაზე.
კომპანია „ბორჯომის“ ახალი საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ქარხნის საწარმოო პროცესსაც გაეცნო. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის 135 წლიანი ისტორია გრძელდება და ვითარდება.
„ბორჯომი“ ჩვენი ქვეყნის უპირველესი, ყველაზე სახელგანთქმული და გამორჩეული სახელწოდებაა, რომელიც ქართული იდენტობის და სული სამარკო ნიშნადაც კი იქცა, როგორც ქართული ბუნების, მთის, წყაროს და ხასიათის გამომხატველი. მადლობა ბორჯომის მმართველ კომპანიას, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გასწია არსებული ბრენდის განვითარებისთვის და 120 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ამ საწარმოს ასაშენებლად“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მნიშნელოვანია, რომ საწარმომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა და აქ დასაქმებული 600 ადამიანიდან ყველა ბორჯომელია, რაც ხაზს უსვამს კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს, რომ კომპანიის და საწარმოს წილი ადგილობრივი ეკონომიკის ზრდაში მზარდია.
„სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერობს რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში მაღალი ეკონომიკური ზრდით. ძალიან სტაბილურია ასევე დარგობრივი და სექტორული მიმართულებით განვითარება. ხაზგასაამელია სექტორის სავაჭრო ბრუნვის და ექსპორტის ზრდაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„IDS ბორჯომი საქართველო“-ს ახალი ქარხანა ყვიბისში გაიხსნა, ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოა. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, თავის დარგში ქარხანა საქართველოში ყველაზე დიდია - სიმძლავრე საწყის ეტაპზე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს. ამასთან, კომპანიის პორტფელს დაემატა ინოვაციური პროდუქტები: ლიმონათი ბორჯომისგან, ბაკურიანი ხილის გემოთი, ლიკანი არომატით.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკის სწრაფი და დინამიური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია სინერგია სახელმწიფო პოლიტიკასა და კერძო სექტორს შორის, რისი მაგალითიც სახელმწიფოსა და კომპანია „IDS ბორჯომ“-ს შორის თანამშრომლობაა.
„ეს არის ნათელი და კიდევ ერთი მკაფიო მესიჯი, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი განვითარების გზას ადგას, შენარჩუნებულია სტაბილურობა, მშვიდობა, სწორი ბიზნეს გარემო, რომელიც ხელს უწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა დღითიდღე იზრდებოდეს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1757687646
საზოგადოებაგურამ ნიკოლაშვილი: თუ ადამიანის ტრაგედია და სიკვდილი თქვენში სრულ გულგრილობას ან დაცინვის სურვილს იწვევს, თქვენ თანამედროვე ფაშისტი ხართ
„ქართული ოცნების“ საკრებულოს პროპორციული სიის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანელი მწერლის, „ჰარი პოტერის“ ავტორის, ჯოან როულინგის X-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს აზიარებს, სადაც როულინგი, მათ შო...
1757687041
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო
ახალციხეში თანამედროვე სტანდარტებისსპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა, - ახლად აშენებული მულტიფუნქციური კომპლექსი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალი...
1757686294
საზოგადოებაპრემიერი „მეგობარი აქტზე“: ეს მტრული აქტი საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, რაც შეეხება ურთიერთობებს, ვართ აბსოლუტურად ღია და ვაცხადებთ, რომ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას
განცხადება გაკეთდა, რომ ეს მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩავარდა, რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამ ურთიერთობებისთვის, - განუცხადა პრემიერ...
1757685904
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო
ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო, - განუცხადა საქართ...
1757685872
საზოგადოებაპროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით...