პრემიერ-მინისტრი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიისა და ყაზახეთის რესპუბლიკებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.
თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება.
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კი ლევან დიასამიძე დაინიშნა.
ლევან დიასამიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. იგი 2022 წლიდან დღემდე მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.
1751546469
ახალი ამბებიიტალიაში ძლიერი სიცხის გამო 5 ადამიანი დაიღუპა
იტალიაში ერთ კვირაზე მეტია ძლიერი სიცხეებია, კერძოდ, იტალიის კუნძულ სარდინიაზე ბოლო დღეებში ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა. მედიის ცნობით, ძლიერმა სიცხემ, სულ მცირე, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ი...
1751545694
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იტალიასა და ყაზახეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ...
1751543418
ახალი ამბებიკახა კალაძე: მინდა, აბიტურიენტებს ვუსურვო წარმატება და დასახული მიზნის მიღწევა, ეს სწორედ ის თაობაა, რომელმაც საქართველოს შენებაში მნიშვნელოვანი აგური უნდა დადოს
თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აბიტურიენტების მომავალი...
1751542528
ახალი ამბებიგია ვოლსკი: რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ოპოზიციის მიზანი და გეგმაა რევოლუცია, სხვა არაფერი
„რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ადამიანებზე ზეწოლა იყო, წერტილმა გამოჟონა და ა.შ. ეს სერიოზული დაფიქრების საფუძველია, ხომ არ არის მთავარი მიზანი ის, რომ...
1751538566
ახალი ამბებიმაია ბითაძე: დეზინფორმაცია, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთოს რეგიონში, ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემას
დეზინფორმაცია და საგარეო მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთოს რეგიონში. ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პა...