პრემიერი „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანიაზე: „ლელოს“ დააწყებინეს კამპანია, მერე გადააბარეს „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოებიც“ - ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა

გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებულები არიან არაკეთილმოსურნეები და ისინი, როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იმავეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში და საინტერესოა ერთი დეტალი, რაც კოორდინაციას კარგად აჩვენებს - კამპანია დააწყებინეს „ლელოს“ და შემდეგ გასწიეს ამ კამპანიიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრისას გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ „ლელოს“ მიერ დაწყებული კამპანია ახლა გადაბარებული აქვთ „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე, პროცესებში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებიც არიან ჩართული. ირაკლი კობახიძის თქმით, „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ხელწერა და კოორდინაცია მარტივად იკითხება და კამპანიაში ჩართული ძალები უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც ნაკლი არ აქვს.

„თუ დააკვირდებით ბოლო ერთ-ორ კვირას, „ლელო“ გაწეული ჰყავთ კამპანიიდან, ანუ, ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გასწიეს და ეს კამპანია გადააბარეს არსებითად კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად „ალტ ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“. ანუ, კონკრეტული შავბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. „ალტ ინფოზე“ კონკრეტული მიზეზიც გითხარით, რომ ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს რეალურად იმ პროცესებიდან, რომლებიც ვითარდება. ანუ, „ლელოს“ დააწყებინეს, მერე გასწიეს „ლელო“, გადააბარეს „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, იქ ჰყავთ კიდევ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ ჩართული - რეალურად, ძალიან მარტივად იკითხება აქაც ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც, უბრალოდ, ნაკლი არ აქვს. „არაბიზაცია“ არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო - 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომლის ეკონომიკა წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება - ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტება. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765950181

მსოფლიო

The New York Times: აშშ ევროპულ ტექნოლოგიურ კომპანიებს რეგულაციებთან დაკავშირებული დავის ფონზე სანქციებით ემუქრება

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, ევროკავშირი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დისკრიმინაციისთვის გააკრიტიკეს და ევროპული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმებით დაემუქ...

აშშ-ის ოფიციალურმა პირებ

1765948442

ახალი ამბები

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმას დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს

პარლამენტი დღეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომელიც სრულწლოვანის მიერ არასრულწლოვანის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმას, დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს, დაჩქარებული წესით განიხილავ...

პარლამენტი

1765946750

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ე.წ სანქციები მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის და იძულების მექანიზმებია, რომლის უკან არავითარი საფუძველი და დასაბუთება არ დგას

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების განცხადებები გაჟღერებულა და წლების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი სიმართლე დაუმტკიცებია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომა...

არჩილ გორდულაძე

1765917756

საზოგადოება

პრემიერი: 2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება - მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ასევე, ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა

„2025 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მთლიანად მოვახერხეთ ჩვენი მართვის სისტემის გაუმჯობესება - მთლიანად შეიცვალა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობა, ასევე, ეკონომიკური გუნდი...

ირაკლი კობახიძე

1765917078

საზოგადოება

17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს

17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს დღეს აღნიშნავს. დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობ...

ეკლესია