ირაკლი კობახიძე: მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით - ჩვენი ეკონომიკა ისტორიაში პირველად გადასცდება 100 მლრდ-ს

„ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას, ამ წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა“.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ისტორიაში პირველად გადასცდება 100 მლრდ-ს, ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს, ხოლო მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით - 30 000 დოლარს.

„100 მლრდ-ს პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა, ასევე ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს გადასცდება პირველად და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 30 000 აშშ დოლარს. ასევე, სავარაუდოდ, სავალუტო რეზერვები გადასცდება პირველად ისტორიაში 6 მლრდ აშშ დოლარს. უპრეცედენტო ეკონომიკური შედეგებით ვასრულებთ 2025 წელს. ბუნებრივია, ეს ზრდა აისახა პირდაპირ ბიუჯეტის ზრდაზე და ამან მოგვცა ყველა მიმართულებით დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება კვლავ სოციალური სფერო და ბიუჯეტის მესამედზე მეტი მოხმარდება სოციალურ დანახარჯებს, ეს არის, მათ შორის, ჯანდაცვის დანახარჯები, ეს არის პენსიები, სოციალური შემწეობები და ა.შ. ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვექნება სერიოზული დაფინანსება, 8.2 მლრდ ლარი იქნება დაახლოებით მთლიანი კაპიტალური დანახარჯები, რაც არის გათვალისწინებული ბიუჯეტში და ეს ეკონომიკის სტიმულირებას დამატებით უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, განათლების რეფორმა, რასაც თავისი ბიუჯეტი სჭირდება და ესეც გათვალისწინებული და ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველა მიმართულებით გვექნება თანმიმდევრული ზრდა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის დამატებით სტიმულირებასა და განვითარებას, რაც არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“,- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765913318

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა

„ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1765913278

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ისინი არ არიან მხოლოდ დაბალი ინტელექტით გამორჩეულები, არამედ ისინი იმ ძალების დაკვეთას ასრულებენ, რომელთაც არ სურთ, საქართველომ განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავადაც იციან, რომ აქ სასპეკულაციო არაფერი იყო, მათ სურდათ მუხტი შეექმნათ, თუმცა ვნახეთ, რომ ჩაუვარდათ, ვინაიდან საზოგადოება ჯანსაღად აფასებს ყველაფერს და საზოგად...

ირაკლი კობახიძე

1765912600

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი ამნისტია ჰუმანური აქტია, 30 ათასზე მეტ ადამიანს აღუდგება მართვის შეჩერებული უფლება, მომავალში მეტი სიმკაცრით მოვეკიდებით ასეთ სამართალდარღვევებს, თუმცა ამ შემთხვევაში მივიღეთ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება

„ზოგადად, ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ბუნებრივია, ეს ამნისტიაც იყო ჰუმანური აქტი, საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა ასეთი ჯარიმები, 30 ათასზე მეტ ადამიანს გაუუქმდება მართვის უფლების შეჩერ...

ირაკლი კობახიძე

1765912567

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთ...

ირაკლი კობახიძე

1765912364

საზოგადოება

პრემიერი: აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, ჩვენთვის მხედველობაშია მისაღები აზერბაიჯანული და სომხური მხარეების ინტერესები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე იოლად ვიპოვით საუკეთესო გზას

„აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან თურქმენეთში მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა; ზოგადად, აზერბაიჯანი არის ჩვენი გამორჩეული მეგობარი, მთავრობებს შორის არის გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები, აქედან გამ...

ირაკლი კობახიძე