პრემიერი: პირველი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყება

"პირველი მარტიდან დაიწყება სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული დასაქმების აქტიური პოლიტიკა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას.

ღარიბაშვილის განცხადებით, მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ღიად ვისაუბრე ამ საკითხზე, ეს არის ინიციატივა, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. ამ მიზნით, ჯერ კიდევ ნოემბერში ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მე ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გუნდი გავაგზავნე ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითის შესასწავლად.

ჩვენ კარგად შევისწავლეთ, როგორ მუშაობს, როგორ მუშაობდა ევროპაში აღნიშნული ინიციატივა და დღეს გვაქვს მზაობა, რომ დავიწყოთ ეს პროგრამა. მოსახლეობას მინდა, განვუმარტო, რას გულისხმობს ეს ინიციატივა. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა, ზოგადად უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა და კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის.ამიტომ, წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. შევახსენებ საზოგადოებას, რომ დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, უნდა ითქვას, რომ უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. არ მონაწილეობენ და არიან დემოტივირებული, დასაქმდნენ ლეგალურად. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში.

ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ პირველი მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას. საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათი შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად და პროგრამა, როგორც აღვნიშნე, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ. აქ მივიღებთ ორმაგ შედეგს. ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს. პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 ათასზე მეტი ადამიანი. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ის დახმარება, რასაც იღებს, მიიღებს ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ ამას არ შევეხებით. პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა სიახლეები:

🔳 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 პაციენტი გარდაიცვალა - ეპიდვითარება ქვეყანაში

🔳 საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

🔳 "საფლავსაც ვერ ნახავს შენსას ვერავინ, სიტყვას გაძლევ" - ვინ დაემუქრა თეა წულუკიანს? (ფოტო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791810700

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1791809968

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა

„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...

 ნინო ფოჩხუა

1791809645

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...

ირაკლი კობახიძე

1791807887

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი

„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...

ირაკლი კობახიძ

1791807082

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ

„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...

ირაკლი კობახიძე