პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

აღნიშნული ტიტულის მოპოვებისათვის, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სანდრო ბაზაძე ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს საპატიო მედლები გადასცა.

ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ღონისძიება „თბილისი არენაზე“ გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას იღებენ ათლეტები 120 ქვეყნიდან. ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობს. ასპარეზობები მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯიბრებებს. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753521908

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა

აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „დემოკრატიული“ პარტიას ნეგატიურად გამოკითხუ...

აშშ

1753520058

საზოგადოება

გიორგი ჩიმაკაძე: მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. კაცმა ჩათვალა, რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს. მისი კარიერის ისტორია: „ცსკა“ მოსკოვი და „სამარაა“

მართალი კაცი ყოფილა ეს კალათბურთელი ცინცაძე. აი კაცმა ჩათვალა რომ მისი დონის კალათბურთელს და მოქალაქეს ღირსების ორდენი არ ეკუთვნოდა და უარი უთქვამს. მადლობა მას გულწრფელობისთვის! - ასე ეხმიანება მედიც...

გიორგი ჩიმაკაძე

1753518858

მსოფლიო

არაბული მედია: ღაზის სექტორის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილით კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილით კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს. მედიის ცნობით, შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ანკლავში 122-მდე გ...

ღაზის სექტორი

1753517210

სპორტი

ზაკო მუშკუდიანი ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზაკო მუშკუდიანმა ბატერფლაით ცურვაში 50 მეტრზე მესამე ადგილი დააფიქსირა და საქართველოს ახალგაზრ...

ზაკო მუშკუდიანი

1753516047

მსოფლიო

Reuters: ტრამპი, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ტარიფებს არ აამოქმედებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, თავის მუქარას რუსული ნავთობისთვის 100%-ის ოდენობის მეორადი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არ შეასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე ანალიტიკოსზ...

ტრამპი