პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხვინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა.
„დაკავებულს ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ“, - აცხადებენ პროკურატურაში.
1753995311
მსოფლიოაშშ-ის სენატის კომიტეტმა უკრაინის მხარდასაჭერად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა პენტაგონის ბიუჯეტი მომდევნო ფინანსური წლისთვის. ბიუჯეტი, სხვა ხარჯებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინე...
1753992746
საზოგადოებასასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე, დევდორა...
1753990114
საზოგადოებამამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი, ეს მო...
1753990057
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: „ნაცობა“ არის აგენტურული საქმიანობა განხორციელებული საქართველოში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ
„ნაცობა“ არის აგენტურული საქმიანობა განხორციელებული საქართველოში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მთელი გამიჯვნა ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვემსახურებით საკუთარ სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან თავიან...
1753988702
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევრობიუროკრატიას, რომ დეპეშებს კი ნუ აგზავნიან, გვესაუბრონ, დაძლიონ საბჭოური მიდგომა და ევროპული მიდგომებით იმოქმედონ, ასე იგზავნებოდა თავის დროზე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები საქართველოში
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, რომ გვესაუბრონ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მთავრობის მეთაურის თქმით, მათ უნდა და...