პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის ჯგუფურად, უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“ და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.
ასევე, სამი ბრალდებული, ჯგუფურად, უკანონოდ ინახავდა 14 შეკვრად დაფასოებულ, 17.77575 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „4-ცმც-ს (კლეფედრონი)“ და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1786134716
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...
1786134613
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულ...
1786133091
საზოგადოებარუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა
რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია. 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფ...
1786132174
მსოფლიოაშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ
აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. კანონპროექტი, რომელსაც მისი უმთავრესი მხარდამჭერის პატივსაცემად სახელი გადაერქვ...
1786129832
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს
ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს,...


























