პროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“ და „ალფა-პვპ-ს“. ბრალდებულების ნაწილმა ნარკოტიკული საშუალებები რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
„დაკავებულებს ბრალდება 19,260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობა), მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობა), 18,260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მომზადება), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1751979004
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი...
1751978900
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ეუთო /ოდირი არის მიწასთან გასწორებული
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუციებით ეუთო/ოდირი მიწასთან არის გასწორებული. „ერთი მხრივ, ითხოვენ ეუთო/ოდირის ჩამოსვლას და ამით სპეკულირებას, რომ თი...
1751978393
საზოგადოებაუახლოეს დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე...
1751977934
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს „მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში" ხედავს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, კვლევების მიხედვით მოსახლეობის პესიმისტური...
1751976162
მსოფლიოოდესის ოლქში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - არის მსხვერპლი
ოდესის რეგიონში მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის ფონზე, ტყის ხანძარს ებრძვიან. დაიღუპა 1 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო 24 სა...