პროკურატურამ ყვარელში მომხდარი ტრაგიკული ავტორბოლის საქმეზე, რასაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა, ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილი იქნა ავტო რბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, მათგან ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანის მძღოლი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
1786270451
საზოგადოებათამარ ზოდელავა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უწყებებს...
1786268795
მსოფლიოWELT: ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს ზრდის
ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტს ზრდის, - წერს WELT-ი. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედა...
1786266038
მსოფლიოდრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
უკრაინის ელჩი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, ტრანსბალკანური გაზსადენის კომპრესორულ სადგურთან ახლოს, სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი...
1786264051
მსოფლიოსაქსონიაში გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს
საქსონიაში 10 ათასმა ადამიანმა გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ფრიდრიხ მერცის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით აქცია დაახლოებით 65 000-იანი მოსახლეობის მქონე ქალაქ პლაუენში გაიმართა. ა...
1786262737
მსოფლიოიტალიასა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
იტალიაში ტყის ხანძარი გავრცელდა. ცეცხლი ქალაქ ტინიალეში, გარდას ტბასთან მდებარე ფერდობებს მოედო. ახლომდებარე სააგარაკე დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა. მაშველ მეხანძრეებთან ერთად ხანძრ...



























