თორნიკე ფაღავა: 2008 წლისა და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს დადგნენ - მათ ორივე შემთხვევაში უღალატეს სახელმწიფო ინტერესებს
„(2008 წლის აგვისტოს ომის) დასრულებიდან მალევე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა PACE-ს რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება პირდაპირ დააბრალა ქართველ სამხედროებსა და საქართველოს სახელმწიფოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც 2008 წლის აგვისტოს, ისე 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს დადგა.
„მაშინ როცა ქართულ სახელმწიფოს სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას სცოდნოდა, რომ რუსეთი აგრესორი იყო, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათი პატრონების დავალებით ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთი ხელისუფლებას აჩუქა და გადასცა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები.
საქართველოს ომის დასრულებიდან მალევე მათ დაუჭირეს მხარი PACE-ს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს ომის დაწყება ქართველ სამხედროებს და საქართველოს სახელმწიფოს. 2008 წლის ომის შემდეგაც და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგაც, ნაციონალური მოძრაობა და რადიკალური ოპოზიციის წევრები დადგნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს. ორივე შემთხვევაში მათ უღალატეს სახელმწიფო ინტერესებს და თავიანთი პატრონების დავალებით დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ფაღავამ.
1786264051
მსოფლიოსაქსონიაში გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს
საქსონიაში 10 ათასმა ადამიანმა გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ფრიდრიხ მერცის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით აქცია დაახლოებით 65 000-იანი მოსახლეობის მქონე ქალაქ პლაუენში გაიმართა. ა...
1786262737
მსოფლიოიტალიასა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
იტალიაში ტყის ხანძარი გავრცელდა. ცეცხლი ქალაქ ტინიალეში, გარდას ტბასთან მდებარე ფერდობებს მოედო. ახლომდებარე სააგარაკე დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა. მაშველ მეხანძრეებთან ერთად ხანძრ...
1786259946
საზოგადოებასებ: აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს
ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტი...
1786258489
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანია. ი...
1786258414
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების...




























