პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლად გაეცნო და თითქოსდა, ავიაკომპანიის ბილეთების შესაძენად და სასტუმროების ჯავშნისთვის, მის ანგარიშზე თანხა ჩაარიცხინა, რაც სრულად მიისაკუთრა.
ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულებს დიდი ოდენობით, 40 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგათ. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1791286956
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია კოსის განცხადებაზე: დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გონიერება გაიღვიძებს და რაციონალური პოლიტიკა გაიმარჯვებს
ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკა...
1791286909
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გააგრძელებენ ყველა იმ ადამიანის ბულინგს, ვინც გაათვითცნობიერა, რომ გზა, რომელიც აარჩევინეს, ქვეყნისთვის საზიანო იყო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი საზოგადოების უკანონო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ჩათრევა იყო. „მათთვის ძალიან მნიშვნე...
1791284474
საზოგადოებანინო წილოსანი: ფრანგ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, თუმცა ჩვენ მოქალაქეებს ახსენდებათ ის კრიტიკული განცხადებები, რასაც ევროპელი ლიდერები, პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებზე აკეთებდნენ
როდესაც ძალადობრივი აქციები მიმდინარეობს, სახელმწიფოს უწევს კონკრეტული ძალის გამოყენება. სწორედ ამ ძალის გამოყენებას ვხედავთ, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. დეპუტატმა კომე...
1791283678
სპორტიეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ სეია ბა...
1791282918
საზოგადოებაზვიად შალამბერიძე: ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ
„ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაულის აღიარებისა დ...




























