სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Newshub.ge-ს კითხვაზე, რა მოხდა მსჯავრდებულ ჩაჩანიძესთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახური კატეგორიულად გამორიცხავს მსჯავრდებულზე ძალადობას და აცხადებს, რომ მსჯავრდებული ჩაჩანიძე №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდა პროვოკაციული ქმედებებით, სისტემატურად არღვევდა პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაწესებულების მოსამსახურეებს, რაც მაღალი რისკის მსჯავრდებულების მხრიდან საკმაოდ ხშირი შემთხვევაა.

მსჯავრდებულ ჩაჩანიძის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები არაერთხელ არის ასახული პენიტენციური დაწესებულების სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებში. ერთ-ერთი ასეთი პროვოკაციული ქმედება მან 2026 წლის 2 ოქტომბერს, 23:21 საათზე განახორციელა, როდესაც საკნის ფანჯრის მინა ჩაამტვრია და სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულს რაიმე განმარტება არ გაუკეთებია. მას დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ დაუყოვნებლივ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

მომხდარი ფაქტის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, უზრუნველყო შესაბამისი მასალის დაარქივება და საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა.

ზემოაღნიშნული ფაქტისა და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებების გათვალისწინებით, მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.

შესაბამისად, მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულს დაზიანებები ციხის თანამშრომლებმა მიაყენეს, რეალობას არ შეესაბამება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791292143

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა

1791290924

ახალი ამბები

პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...

პროკურატურა

1791290318

საზოგადოება

პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...

პროკურატურა

1791288794

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდ...

მარკო რუბიო

1791287484

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე: კარგად უნდა იცოდნენ, რომ პროპაგანდის, ორგანიზებული საინფორმაციო ზეწოლისა და კოლექტიური „ნაცების“ თავდასხმების დროს მარტო არ დარჩებიან

მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად რთულ და პასუხისმგებლობით სავსე გარემოში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას - წერს ანალიტი...

ნიკოლოზ მეტრეველი