ქადაგიშვილი: ოპოზიცია ინვესტიციით დაწყებული ვენესუელით დამთავრებული, ყველგან, ყველაფერს ეძებს, რომ ჩვენს ქვეყანას რამე ზარალი მიადგეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია, ინვესტიციით დაწყებული, ვენესუელით დამთავრებული, ყველგან, „ყველაფერს ეძებს, რომ ჩვენს ქვეყანას რამე ზარალი მიადგეს“.
„ოპოზიცია, ინვესტიციით დაწყებული, ვენესუელით დამთავრებული, ყველგან, ყველაფერს ეძებს, რომ ჩვენს ქვეყანას რამე ზარალი მიადგეს. გამომდინარე აქედან, ეს უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ერთი მიზეზის გამო, რომ ეს გამოიწვევდა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარებას. ეს იყო ამოსავალი წერტილი მათი ასეთი დამოკიდებულების.
ჩვენ დავინახეთ, რომ ინვესტიცია ხორციელდება, ჩვენ დავინახეთ ფასი, რომელიც უკვე გამოცხადდა - 2 000 დოლარი. დღეს, საქართველოში კარგ უბნებს რასაც ეძახიან, კარგი მშენებლობებისათვის ის ფასია, რომელიც თბილისში ჩვეულებრივ ფასად ითვლება.
აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი საინვესტიციო პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდება. რა თქმა უნდა, ამ დეველოპერული პროექტის ბენეფიციარების დიდი უმრავლესობა ისევ საქართველოს მოსახლეობა იქნება“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.
1767726534
მსოფლიონატოში აშშ-ის ელჩი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს. უიტეკერის თქმით, დაახლოებით 50 მოკავშირე ქვეყნისგან შემდ...
1767723981
მსოფლიოკოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს
კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როსა იოლანდა ვილავისენსიომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს. აღნიშნული განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების...
1767722898
მსოფლიოტრამპი: მეფე ვარ
„მე მეფე ვარ“, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის წევრებს ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას. ტრამპის თქმით, Boeing-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა, ვიდრე...
1767721421
საზოგადოებაპროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარე...
1767719998
ახალი ამბები„მამა-შვილს მანქანით გადაუარეს“ - გარდაბანში მომხდარი მკვლელობის დეტალები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება aktual.ge იტყობინება, შუახნის კაცებს შორის ქორწილში დაწ...


























