ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
"დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და უამინდობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებით ხორციელდება. გზა პარალელურ რეჟიმში იწმინდება, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება ხდება დაბალი სიჩქარით.
✅ჩვენ მიერ მყისიერად იქნა გაფრთხილებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რათა გზებზე შექმნილი ვითარების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან.
აღნიშნული შეეხება გამთენიისას დაგეგმილ რეისებს: ათენის რეისზე რეგისტრაციის დასრულების დრო 05:30 საათია, ბერლინის რეისზე კი- 06:00. გვსურს განვმარტოთ, რომ რეგისტრაციისა და ჩასხდომის დაწყება/დასრულების დროს საზღვრავს და მკაცრად რეგულირდება ავიაკომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი განრიგების შესაბამისად.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის უწყებებთან- საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, საპატრულო პოლიციასთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ და გზის გახსნის შემთხვევაში უპირველესად ქუთაისის აეროპორტისკენ მომავალ ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს გაატარებენ.
არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენეთ ავიაკომპანია Wizz Air. რადგან შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო, დაგვიანების შემთხვევაში, არ დაზარალდნენ მგზავრები" - წერია განცხადებაში.
1754153751
ახალი ამბები30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება
30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...
1754152417
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...
1754149225
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...
1754146379
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...
1754144505
საზოგადოებათბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.