რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით,
200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე „კანაფი“, - აღნიშნუნლია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.
1755413149
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება 17 აგვისტოს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღეს და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ შესაძლებელია ხანმოკლე წვი...
1755411142
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა
აშშ-ის პრეზიდენტს, ბატონ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ პუტინს შორის ალასკაში გამართულმა მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა, - წერს სოციალ...
1755375381
საზოგადოებაNYT: პუტინმა მოითხოვა გარანტიები, რომ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური გახდება
რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლებს, იტყობინება The New Yo...
1755368293
მსოფლიოReuters: ზელენსკიმ ტრამპთან საუბრისას უარი თქვა მთელი დონბასის რუსეთისთვის დათმობაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან საუბრისას დონბასის დათმობაზე უარი თქვა, - ამის შესახებ Reuters-ის წყაროები იტყობინებიან. სააგენტოს ცნობით, ალასკაში გამართულ სამი...
1755367394
მსოფლიომელონი ადასტურებს, რომ ტრამპმა მხარი დაუჭირა იტალიის იდეას, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ნატოს მე-5 მუხლის საფუძველზე უზრუნველყოფის შესახებ
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების დადების...