საპატრულო პოლიციამ ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალი“-ს გადაკვეთისას, სავალდებულო საზღვრის კონტროლის გავლის დროს, წარმოადგინა გაყალბებული დოკუმენტები და მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით თანხა შესთავაზა. სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე, ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1755411142
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა
აშშ-ის პრეზიდენტს, ბატონ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ პუტინს შორის ალასკაში გამართულმა მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა, - წერს სოციალ...
1755375381
საზოგადოებაNYT: პუტინმა მოითხოვა გარანტიები, რომ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური გახდება
რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლებს, იტყობინება The New Yo...
1755368293
მსოფლიოReuters: ზელენსკიმ ტრამპთან საუბრისას უარი თქვა მთელი დონბასის რუსეთისთვის დათმობაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან საუბრისას დონბასის დათმობაზე უარი თქვა, - ამის შესახებ Reuters-ის წყაროები იტყობინებიან. სააგენტოს ცნობით, ალასკაში გამართულ სამი...
1755367394
მსოფლიომელონი ადასტურებს, რომ ტრამპმა მხარი დაუჭირა იტალიის იდეას, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ნატოს მე-5 მუხლის საფუძველზე უზრუნველყოფის შესახებ
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების დადების...
1755365440
მსოფლიომერცი ტრამპ-პუტინის შეხვედრაზე: აშშ-ის მზადყოფნა, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ნამდვილად დიდი პროგრესია
აშშ-ის მზადყოფნა, შეუერთდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდ პროგრესს“ წარმოადგენს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ გე...