რომან გოცირიძე: ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა, ზელენსკი ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება

ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა.

მისი განცხადებით, ტრამპი პუტინის მოთხოვნებს დათანხმდა, ასევე, “სისხლი ჩამობანა” მას და დასავლეთისთვის მისაღები გახადა.

გოცირიძის ინფორმაციით, დასავლური მედია, პოლიტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით და ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არც უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდება.

„ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა: უკრაინამ უნდა დათმოს დონბასის არაოკუპირებული ნაწილი, რაც დონბასის ტერიტორიის 30 პროცენტია. აქ არის რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის კრამატორსკი. 2022 წლის აგრესიის შემდეგ, გარდა მარიუპოლისა, რუსეთს ამ სიდიდის ქალაქი არ აუღია. სამხედრო თვალსაზრისით ეს ტერიტორია ფასდაუდებელია, რადგან იქ გადის მთავარი დამცავი ზღუდეები.

სანაცვლოდ რუსეთი არ მოითხოვს ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების იმ ნაწილს, რომელიც უკრაინის კონტროლქვეშაა და რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით „მიიერთა“, ანუ არაოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად გაიფორმა.

მაშ სადაა გაცვლა? პუტინი გაცვლაში ამას გულისხმობს ანუ ფრონტის ხაზის გაყინვას არსებული მდგომარეობით, გარდა დონბასისა. სუმისა და ხარკოვის ოლქების ოკუპირებული მოსაზღვრე ტერიტორიების( ფაქტობრივად, სოფლების) დაბრუნებასაც კი არ აპირებს.

საოცარი ისაა, რომ ტრამპი დათანხმდა ამას და ამის შესახებ აცნობა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ერთობლივი სატელეფონო საუბრისას. ზელენსკი დაიბარა ვაშინგტონში.

დასავლური მედია, პოლტიკოსები, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ შორის რესპუბლიკელების პროგრესული ნაწილი აღშფოთებულია ტრამპის პოზიციით. ესეც რომ არ ყოფილიყო, ტრამპმა სისხლი ჩამობანა პუტინს და საერთაშორისო დონეზე მისაღები გახადა.

ზელენსკი რა თქმა უნდა ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება.

დაუწესებს ტრამპი რუსეთს სანქციებს თუ თავის წარუმატებლობას ზელენსკის გადააბრალებს, ამას მალე ვნახავთ“, - წერს რომან გოცირიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755419881

საზოგადოება

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 3 პირი დააკავა

 ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის...

დაკავება

1755417337

სპორტი

ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ასპარეზობა შვიდი მედლით დაასრულეს

ჩილეში პარაძალოსნობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია: ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნ...

სპორტსმენები

1755414995

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...

1 პირი დააკავა

1755414905

ახალი ამბები

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტ...

დაკავებადაკავება

1755414821

საზოგადოება

ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია

ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ა...

სტატისტიკა