რამდენად საშიში ინფექციაა „მაიმუნის ყვავილი“ და რას ამბობს ჯანმოს ევროპის ოფისი?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ვირუსული დაავადების, მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.
მაიმუნის ჩუტყვავილა, რომელიც ადამიანის ჩუტყვავილას ჰგავს, ვირუსული დაავადებაა. ადამიანებზე გადაცემა შეიძლება მოხდეს ინფიცირებულ ცხოველთან ან ადამიანთან კონტაქტით, ან ვირუსის შემცველი ადამიანის სხეულის მასალებთან კონტაქტით.
„სიმპტომები მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, ზურგის ტკივილს, შეშუპებულ ლიმფურ კვანძებს, შემცივნებას და დაღლილობას. როგორც წესი, ახასიათებს გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის, სასქესო ორგანოებზე.
დაავადების კლინიკური გამოვლინება ჩვეულებრივ არ არის მწვავე. იმუნოდეფიციტის მქონე პირები განსაკუთრებით მძიმე დაავადების რისკის ქვეშ არიან. ადამიანების უმეტესობა კვირებში გამოჯანმრთელდება,“ – წერს ჯანმო.
იშვიათი ვირუსული დაავადება პირველად დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970-იან წლებში. 2018 წლიდან დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა მაიმუნის ჩუტყვავილას 7 შემთხვევა (2021, 2019 და 2018 წლებში), ძირითადად ენდემურ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიით. თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაში გადაცემის ჯაჭვები დაფიქსირდა დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკასთან ცნობილი ეპიდემიოლოგიური კავშირების გარეშე.
„ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ჩანს, ინფექცია ადგილობრივად არის შეძენილი გაერთიანებულ სამეფოში. ადგილობრივი გადაცემის მასშტაბები ამ ეტაპზე გაურკვეველია და არსებობს შემდგომი შემთხვევების იდენტიფიცირების შესაძლებლობა,“ – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
უცხოური მედიის ცნობით, დაავადების პირველი შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) მიერ 7 მაისს დაფიქსირდა. ვირუსი სავარაუდოდ, იმპორტირებული იყო სხვა ქვეყნიდან.
2022 წლის 14 მაისს დიდ ბრიტანეთში კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, ორივე პირი ცხოვრობდა ერთსა და იმავე ოჯახში, მაგრამ არ ჰქონიათ მოგზაურობის უახლესი ისტორია და არც კონტაქტი 7 მაისის შემთხვევასთან.
UKHSA-ს მიერ 16 მაისს კიდევ ოთხი ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, 18 მაისს პორტუგალიამ დააფიქსირა მაიმუნის ჩუტყვავილას დადასტურებული ხუთი შემთხვევა და 20-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა. ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა ახალგაზრდა მამაკაცს.
ესპანეთმა ასევე დააფიქსირა რვა საეჭვო შემთხვევა.
ასევე საინტერესოა:
🔵 ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
🔵 ვიოლა ფონ კრამონი: თეა წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი!
1794592850
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: დასრულდა ვიზიტი ჰანგჯოუში, გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია
დასრულდა ჩვენი ვიზიტი ჰანგჯოუში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა ინოვაციური მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიას აქვს ჩინეთში და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევებია, – ამის შესახებ საქართველოს...
1794590530
სპორტისაბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება
Real American Freestyle-მა (RAF) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში გასამართ ტურნირზე UFC-ის ყოფილ ვარსკვლავს, იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება. ორგანიზა...
1794588914
საზოგადოებაპატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი
ძვირფასო ძმებო და დებო, ვევედროთ წმინდა 100 ათას ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ 100 ათ...
1794586790
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია
„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშ...
1794584581
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...


























