ვიოლა ფონ კრამონი: თეა წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი!
თეა წულუკიანის „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, უკვე გამოეხმაურა გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. საქართველოს კულტურის მინისტრმა „იმედს“ უთხრა, რომ „ვიოლა ფონ კრამონს საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს“.
ვიოლა ფონ კრამონი „TV პირველთან“საუბარში აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი – „როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორად ვითარდება“.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ქალბატონ წულუკიანთან, მე მაშინ საქართველოში, მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიშას გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის ძალიან განათლებულია, წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის, ის იყო დემოკრატიის მხარდამჭერი, მაგრამ ახლა რაღაც მოხდა.
არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთ რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას. მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში და არც არასდროს ვყოფილვარ. მიკვირს, რატომ ამირჩია მე, რადგან აქ, ევროპარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, ვინც ერთნაირად ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე საქართველოში. მისი ბრალდებები ჩემზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და იმედგამაცრუებელი“, – თქვა ვიოლა ფონ კრამონმა „TV პირველთან“ ინტერვიუში.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE-ს“ ეთერში თქვა, რომ „ქალბატონი ფონ კრამონს, ნაციონალებთან მეგობრობს გამო, დარწმუნებული ვარ, საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს. თავის მეგობრებს რომ გარედან მხარი დაუჭიროს, მზად არის, დამოუკიდებელი საქართველოს დეპუტატს, მთავრობას, მიაყენოს ღია შეურაცხყოფა. ეს არ არის ბრალდება, ეს ფაქტია“.
წულუკიანის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „უცხოელთა პატარა ჯგუფი მოგვყიდოს, რომ ისინი არიან ევროპა და დასავლეთი“. მისივე თქმით, უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, „ქართველ ხალხს მიჰყიდოს, რომ თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად“.
კულტურის მინისტრმა „უცხოელთა ჯგუფში“ ევროპარლამენტარებს ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და ლიეტუვის სეიმის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისი დაასახელა.
ასევე საინტერესოა:
🔵 ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
🔵 თბილისში 18-დან 26 მაისამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
1790937851
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება
„საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან, გამოწვევებთან დაკავშირები...
1790936902
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოე...
1790935996
ახალი ამბებითბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა
ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავრობათაშორისი თანამშრომლობის მიმართულ...
1790934636
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში
არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა კონრად ადენაუერის...
1790934390
ახალი ამბები3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
ხვალ, 3 ოქტომბერს, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელი...































