რატი იონათამიშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში
ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა, - განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის თქმით, სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, მაგრამ კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში.
„ყველა ვთანხმდებით, რომ აუტიზმი დიაგნოზი არ არის გვარამიას გარდა. ხომ სამარცხვინო იყო მისი პირველი განცხადება, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და ნებისმიერ ჭრილში, კიდევ უფრო შორს წავიდა მეორე პოსტში. მან კიდევ ერთხელ დიდი შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ შშმ პირებს, მთლიანად საზოგადოებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მკაცრი შეფასება იყოს ყოველთვის, როდესაც ადამიანები კადრულობენ მსგავსი სიძულვილის ენის გამოყენებას, მაგრამ გვარამიასგან ჩვენ ეს არ გვიკვირს, ვინაიდან ის საზოგადოებრივი სიძულვილის ერთ-ერთი ავტორია საქართველოში“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, გვარამიამ გარკვეულ პოლიტიკოსებს მიმართა და მათ პოლიტიკური აუტისტები უწოდა. მოგვიანებით, გვარამიამ მის მიერ ტერმინ „პოლიტიკური აუტიზმის“ გამოყენება სოციალურ ქსელში განმარტა და აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების სტიგმატიზებასთან ამ შემთხვევას არავითარი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ამიტომაცაა მიწერილი ზედსართავი „პოლიტიკური“ და თავად ტერმინი ჩასმულია ბრჭყალებში“, რაზეც იარაჯულმა უპასუხა, რომ „პრობლემაა ბრჭყალებში ჩასმულიც და ფრჩხილებშიც, აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ძალიან ცუდი ოჯახებისთვის და თავად აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის“.
1776179844
ახალი ამბებითბილისში, ახვლედიანის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, გ. ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, 15 აპრილს, 01:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „აღნიშნ...
1776178162
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავე ცნო
საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქ...
1776176657
საზოგადოება60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ 11მოთხოვნებს ამკაცრებს
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს...
1776176189
ახალი ამბებიმათიკაშვილი: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიეწოდება სრული სპექტრი იმ ინფორმაციისა, რაც მას სჭირდება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ასევ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის კარგად გასაცნობად
დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას მიეწოდე...
1776174633
ახალი ამბებიპარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას. კანონპროექტის თანახმად, გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებულ...





























