„თუ სალაპარაკო თემა უნდა იყოს კამიტთან დაკავშირებით, ეს ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან, ყველამ ვიცით, რომ ეს არის მოგონილი ზღაპარი“ - მაჭავარიანი მაიკლ ო’ფლაერტის ვიზიტზე
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თბილისშია. ვიზიტის ფარგლებში მაიკლ ო’ფლაერტი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ თუ საუბარი უნდა შეეხოს „კამიტის“ საკითხს, ყველამ კარგად იცის, რომ ეს „მოგონილი ზღაპარია“.
„თუ სალაპარაკო თემა უნდა იყოს გამოგონილი ზღაპარი კამიტთან დაკავშირებით, ეს ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან, ყველამ ვიცით, რომ ეს არის მოგონილი ზღაპარი, რაზეც გამოძიება ჩავატარეთ და პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერ რელევანტურ მხარეს შეუძლია დაინტერესდეს გამოძიების დეტალებით, ჩამობრძანდეს და ყველანაირ დეტალს გავუზიარებთ, ყველანაირ მასალას გავუზიარებთ და არავისგან შემოხმიანება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ვინაიდან, ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.0
1776185165
მსოფლიოაშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაში 10 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის პორტების ბლოკადაში 10 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი, ათზე მეტი სამხედრო გემი და ათობით თვითმფრინავი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ნათქვამია სარდლობი...
1776183475
ახალი ამბებიტრამპი იტალიის პრემიერზე: მისი საქციელით შოკირებული ვარ, მეგონა, მას სიმამაცე ჰქონდა, მაგრამ შევცდი
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯო მელონი და განაცხადა, რომ მასთან უთანხმოება აქვს ენერგეტიკულ პოლიტიკასთან, ნატოსთან და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავში...
1776182356
ახალი ამბებიგეკა გელაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, მაიკლ ო’ფლაერტთან. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ი...
1776182068
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი თარგამაძეზე: მაგრად გაგართობთ ამ ფარისეველზე
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის მიერ უნგრეთის არჩევნების შედეგების შეფასებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ჩერგოლეიშვილი თარგამაძეს ფარი...
1776179844
ახალი ამბებითბილისში, ახვლედიანის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონში, გ. ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, 15 აპრილს, 01:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „აღნიშნ...































