რიმა ბერაძე ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით პრემიერის საკანონმდებლო ინიციატივებზე: ჩვენთვის მთავარი ამოცანაა ჩვენი შვილები და ახალგაზრდები გადავარჩინოთ

მთავარი ამოცანაა ჩვენთვის, რომ ჩვენი შვილები, ახალგაზრდები გადავარჩინოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს უკომპრომისო ბრძოლა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა დიდი ხნის წინ დაიწყო.
„დაჩქარებული წესით პარლამენტი განიხილავს ამ ორ მეტად მნიშვნელოვან საკითხს. კარგად არის ცნობილი, რომ ჩანაცვლებით თერაპიაში სახელმწიფოს მხოლოდ 80% იყო ჩართული და ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ მთლიანად, 100 პროცენტი გააკონტროლოს სახელმწიფომ.
ნარკომანია არ არის პანდემია. ეს არის დიდი ხნის წინ დაწყებული ბრძოლა. ჩვენ ქვეყანა ყოველთვის ცდილობდა, რომ ამ მეტად მძიმე სენს გამოუცხადოს ბრძოლა. მთავარი ამოცანაა ჩვენთვის, რომ ჩვენი შვილები, ახალგაზრდები გადავარჩინოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს უკომპრომისო ბრძოლა“, - აღნიშნავს ბერაძე.
1751289905
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7227 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7236 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1751288883
ახალი ამბებიგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლებ...
1751288742
ახალი ამბებიპარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება
მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. „საქართველოს პრე...
1751288284
ახალი ამბებიძლიერი ქარი და წვიმა ელჭექით - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 ივლისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვები...
1751286206
ახალი ამბებიალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს...