ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ცესკოს თავმჯდომარემ რეგიონული ფორუმის - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებამდე“ მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა. გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

„ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ახალგაზრდების ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს. მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებაც. ვფიქრობ, ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი უწყებისთვის, ასევე ზოგადად დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხიც განვიხილე და მათთვის საინტერესო მნიშვნელოვან კითხვებსაც ვუპასუხე“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცესკოს თავმჯდომარემ ფორუმის მიმდინარეობისას დეზინფორმაციაზეც ისაუბრა. მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ.

პროექტი - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებამდე“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი შეხვედრა კახეთსა და აჭარაში. ქუთაისში გამართულ რეგიონულ ფორუმში ქუთაისის, მარტვილის, ხობის, ხონის, ჩხოროწყუსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მრჩეველთა საბჭოების წევრები და კოორდინატორები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751306241

ახალი ამბები

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. რვა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც შიმშილობა ელენე ხოშტარიასთან ერთად გედევან ფოფხაძემაც შეწყვიტა. რვა ოპოზიციურ...

  ელენე ხოშტარია

1751304338

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს

უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...

ირაკლი ზარქუა

1751303273

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი

ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...

ლევან მახაშვილი

1751303239

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ

ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...

გურამ მაჭარაშვილი

1751303207

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს

ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...

დავით მათიკაშვილი