როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 იანვარს ქუთაისში ნალექს ელოდებიან, დღისით +6 და ღამით +0 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 1 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლის სახით ნალექია მოსალოდნელი ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +4, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც თოვს. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით -4 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვს ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით 4 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით -5, ღამით -12 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, 1 იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლს ელოდებიან გორში, დღისით +1 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვს, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს დღისით -4, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც თოვლს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
1768683071
მსოფლიოტრამპი: დროა, ირანში ახალი ლიდერი ვეძებოთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების სისხლიანი ჩახშობის ფონზე განაცხადა, რომ აიათოლას რეჟიმი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, „ახალი ლიდერი“ უნდა მოიძებნოს. ამის შესახებ P...
1768681524
საზოგადოებაახალგორის სატრანსპორტო კვანძი - ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზი...
1768681103
მსოფლიოტრამპის ტარიფების საპასუხოდ, ევროპა კოორდინირებულ რეაგირებას გეგმავს
ევროპა მოამზადებს კოორდინირებულ პასუხს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, დააწესოს დამატებითი ტარიფები რვა ევროპული ქვეყნისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აშშ-ის მიერ გრენლანდიის ანექსიას. ესენი ა...
1768679904
საზოგადოებააიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პი...
1768679757
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე პატრიარქს შეურაცხმყოფლად, „ილია ვტაროიდ“ მოიხსენიებს
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე გია ხუროშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს გამოეხმაურა, რომელშიც ხუროშვილი ამბობს, რომ უკრაინულ ეკლესიაში პეტრე კოლხის აღვლენილ წირვას დაესწრო და ეს დ...





























