ტრამპის ტარიფების საპასუხოდ, ევროპა კოორდინირებულ რეაგირებას გეგმავს

ევროპა მოამზადებს კოორდინირებულ პასუხს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, დააწესოს დამატებითი ტარიფები რვა ევროპული ქვეყნისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აშშ-ის მიერ გრენლანდიის ანექსიას. ესენი არიან: დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებულ სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი.

Bloomberg-ის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ის კოორდინაციას უწევს ევროკავშირის წევრების ერთობლივ პასუხს ტრამპის დღევანდელ განცხადებაზე. თუმცა ოფიციალურმა პირმა დამატებითი დეტალები არ გაამხილა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ „საფრანგეთი ევროპისა და სხვა ქვეყნების ხალხების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია“.

„სწორედ ამის საფუძველზე ვუჭერთ მხარს და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ასევე, სწორედ ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში. არანაირი დაშინება, ან მუქარა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს - არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში, არც მსოფლიოში სხვაგან - როდესაც ასეთ სიტუაციებს ვაწყდებით“, - დაწერა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ტარიფებით მუქარას „მიუღებელი“ უწოდა და „ერთიანი და კოორდინირებული“ ევროპული რეაგირების პირობა დადო.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ ევროპის სუვერენიტეტის დაცვას“, - დასძინა მან.

იგივე აზრი გამოთქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმაც.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ შანტაჟის მსხვერპლი გავხდეთ. ეს ევროკავშირის საკითხია, რომელიც გაცილებით მეტ ქვეყანას ეხება, ვიდრე ამჟამად გამოყოფილ ქვეყნებს“, - აღნიშნა მან.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის მიმართ მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ტარიფები გრენლანდიასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ნაწილი არ უნდა იყოს.

„ნატოს შიგნით ფართო თანხმობაა არქტიკაში, განსაკუთრებით გრენლანდიაში, უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ტარიფების საკითხი ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა მან.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ასევე დაგმო ტარიფების დაწესების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება და მათ „აბსოლუტურად არასწორი“ უწოდა, იტყობინება The Guardian-ი.

„ჩვენი პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა: ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი როგორც გრენლანდიელებზე, ასევე დანიელებზეა დამოკიდებული. ნატოს მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება აბსოლუტურად არასწორია. რა თქმა უნდა, ამ საკითხს პირდაპირ აშშ-ის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ“, - განაცხადა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768673504

საზოგადოება

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პი...

მოძრაობა აკრძალულია

1768673347

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამ...

მოძრაობა აკრძალულია

1768671212

საზოგადოება

ფიგურული ციგურაობაში ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია

ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. უმაღლეს დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე პირველ ადგილზ...

ნიკა ეგაძე

1768670503

მსოფლიო

ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის გამო ევროპული ქვეყნების ნაწილს ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა. როგორც ტრამპი წერს, 10%-იანი ტარიფები ნებისმიერ საქონელ...

ტრამპი

1768667471

ახალი ამბები

გია ვოლსკი - ბაჩო ახალაია უშუალოდ მონაწილეობდა ძალადობის ორგანიზებაში, ჩართული იყო ადამიანების წამებაში, რაზედაც სტრასბურგის სასამართლომაც მიგვითითა

არანაირი კითხვა არ დარჩა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი შეცდომები ან უნებლიე გადაცდომები. ამასთან დაკავშირებით სავსებით აშკარა განცხადებები გააკეთეს, და არ...

გია ვოლსკი