როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
31 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +16 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +7 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც ნალექიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
1780172854
საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. სულთმოფენობი...
1780170996
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის და არ არსებობს თასი, რომელზედაც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს. „არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზედაც...
1780169380
საზოგადოებაპრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ. მილოცვის ქარდები მიხეილ ყაველაშვილმა და ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ზედიზედ მ...
1780168036
საზოგადოებაკახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!
„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა.ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე. როგორც...
1780167762
საზოგადოებაზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს გუნდისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც...


























