საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2026 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. დეზინფორმაციად კლასიფიცირებული ინფორმაციის შეფასება განხორციელდა შესაბამისი ფაქტების გადამოწმებისა და დადგენილი მეთოდოლოგიური კრიტერიუმების საფუძველზე.
საინფორმაციო-ანალიტიკურმა განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში რაოდენობრივი კვლევის წარმოებისას გამოკვეთა 21 დეზინფორმაცია, 1 მანიპულაცია და 1 იმიჯის შელახვა. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია რიგ შემთხვევებში კამპანიურ ხასიათს ატარებდა. გავრცელებული დეზინფორმაციები ძირითადად ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს.
აქტიურად ვრცელდებოდა ნარატივები არჩევნების გაყალბების, ცესკოს პოლიტიკური მიკერძოების, ელექტრონული არჩევნების, ხმის ფარულობისა და სხვა საკითხების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში განხილულ შემთხვევებთან დაკავშირებით ბრალდებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
აღნიშნული ნარატივების გავრცელებამ, თავის მხრივ, შესაძლოა ხელი შეუწყო საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოებაში კითხვებისა და უნდობლობის გაჩენას. ამასთან, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეულ ქართულ და საერთაშორისო საინფორმაციო წყაროებში მსგავსი ან ერთმანეთთან შინაარსობრივად თანხვედრილი გზავნილების გავრცელების შემთხვევებიც.
საანგარიშო პერიოდის ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა თემაზე გავრცელებული განცხადებები დაკავშირებული იყო ერთმანეთთან და ერთიან საინფორმაციო კამპანიას ემსახურებოდა, მათი ერთობლივი გავრცელება ქმნიდა რისკს, რომ საზოგადოებაში შემცირებულიყო ნდობა ცესკოს საქმიანობის, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგების მიმართ და გაჩენილიყო დამატებითი კითხვები საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მცდარი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებას დროულად მიეწოდოს გადამოწმებული, ზუსტი და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1787818058
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხე...
1787816668
ახალი ამბებიპოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-...
1787813852
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აგენტურულო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო, მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით იმდენი შეცდომა გაქვთ დაშვებული, ტრაგედიაა თქვენი პოლიტიკაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობა
„აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა NGO-ებმა და მათმა ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა, უსამშობლოობის გარდა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობაც სრული მასშტ...
1787813059
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში
„სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვ...
1787811758
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო...































