ლევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია არ არის, პოლიტიკური პირამიდაა, სადაც თავმოყრილები არიან თაღლითები, გამყიდველები, სამშობლოს მოღალატეები, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ამ პოლიტიკური პირამიდის რღვევა და მოშლა მიდის.
„მათი ხელმძღვანელები, რომლებიც ამ დანაშაულებრივი პირამიდის შემქმნელი იყვნენ, მათგან ზოგი კანონის წინაშე სასჯელს იხდის. ახლა პოლიტიკური პირამიდის რღვევის პროცესს და ერთმანეთზე რაღაცების გადაბრალება-გადმობრალებას ვაკვირდებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ერთი დიდი დაჯგუფებაა და მათ რიგებში დაპირისპირება, შეიძლება, მაცდური იყოს, რომ დასკვნები გამოვიტანოთ. მათი აწყობა გარე დაკვეთის შესაბამისად ხდება ხოლმე.
ყოველ გაზაფხულზე ახალ ალიანსს აყალიბებენ. მათი ალიანსი შექმნის დღიდან მკვდარი ორგანიზაცია იყო. ეს თავიდანვე მოაზრებული იყო, რომ თითქოს რაღაც ახალი ხდებოდა, მაგრამ ვინც ამ ალიანსს სათავეში უდგას, მათთვის ყველაზე მთავარი გარე დავალებებია. მათი მთავარი სამიზნეა არა ქართველი ხალხი, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონები“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
1787751751
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ფაქტობრივად, 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი...
1787750307
მსოფლიოსომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სა...
1787749569
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6195 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6153 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1787749112
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ევროკომისრებმა რუკას დახედონ, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამ მომენტში კიდევ უფრო მეტად შეიძლება, სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო
მარტა კოსი საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენებს, როცა წუხს, რომ ჩვენი გუნდის ინიციატივით მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში შესაძლებელი აღარ არის, „შავი ფული“ შემოვიდეს, – ამის შესახ...
1787748825
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის...




























