სად დაგჭირდებათ 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტი“ - მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს
კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე - ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესს ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტები, მათ შორის საბაგირო, - ყველა ჩამოთვლილ ობიექტზე, 2021 წლის 1 დეკემბრიდან მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეხვალთ.
დღეს მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც განმარტებულია, რომ კოვიდპასპორტის წარდგენა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში სავალდებულო არ იქნება.
შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ კოვიდპასპორტის გამოყენება, მხოლოდ 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის იქნება სავალდებულო.
საკოორდინაციო საბჭოს 24 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მათ ვისაც კორონავირუსი აქვს გადატანილი „მწვანე პასპორტი“ უვადოდ შეუნარჩუნდებათ.
რასაც არ ეთანხმებიან სპეციალისტები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.
ის ამბობს, რომ „უკვე გამოქვეყნებულია კვლევები... გარდა ამისა კორონავირუსით რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევა ჩვენც გვაქვს ქვეყანაში. კოვიდის გადატანა იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ვირუსი აღარ დაგემართება“.
მთავრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძეც.
"კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო", - ამბობს ის.
„საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არ არის, განსაკუთრებულები ვართ უვადო მწვანე პასპორტითაც“ - თქვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე.

ამავე თემაზე:
🔵 პაატა იმნაძე "უვადო მწვანე სტატუსის" მინიჭებას არ ეთანხმება
1792357454
სპორტიძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტის სა...
1792357204
სპორტიძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209...
1792356776
სპორტიძალოსანი გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გივი დარსაველიძემ (U20, +110 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ძალოსანმა ა...
1792356055
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე მხოლოდ ნინო ლომჯარიას მიწვევაზე: ეს არ მიკვირს, როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო
როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის...
1792353685
მსოფლიოემანუელ მაკრონი: ძარცვაში ვინც მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. „თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწ...






























