პაატა იმნაძე "უვადო მწვანე სტატუსის" მინიჭებას არ ეთანხმება
„ჩემი აზრით შესაცვლელია“– დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რომელიც კოვიდ-გადატანილებისთვის "უვადო მწვანე სტატუსის" მინიჭებას ითვალისწინებს.
NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდის ერთხელ გადატანა რეინფიცირებისგან არ გიცავს.
„უკვე გამოქვეყნებულია კვლევები... გარდა ამისა კორონავირუსით რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევა ჩვენც გვაქვს ქვეყანაში. კოვიდის გადატანა იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ვირუსი აღარ დაგემართება“, - თქვა პაატა იმნაძემ.
კითხვაზე - მაშინ რატომ მიიღეს უვადო მწვანე სტატუსი იმ ადამიანებმა, ვინც ერთხელ გადაიტანა კოვიდი, მან უპასუხა: „კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს ეს შეიცვლება. ჩემი აზრით შესაცვლელია“.
„საქართველოში შესაძლებელია მწვანე პასპორტის ორი ვარიანტი იყოს დაშვებული - შიდა მოხმარების და საზღვარგარეთ მგზავრობისთვის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 25 ნოემბერს განაცხადა.
ასევე დღეს განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომ „საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არ არის, განსაკუთრებულები ვართ უვადო მწვანე პასპორტითაც“.
საკოორდინაციო საბჭოს 24 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მათ ვისაც კორონავირუსი აქვს გადატანილი „მწვანე პასპორტი“ უვადოდ შეუნარჩუნდებათ.
ამავე თემაზე:
1792387214
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა
საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, როცა მს...
1792385710
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...
1792357454
სპორტიძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტის სა...
1792357204
სპორტიძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209...
1792356776
სპორტიძალოსანი გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გივი დარსაველიძემ (U20, +110 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ძალოსანმა ა...































