„სადაც რომელიმე დონორი მისი თანხის ხელისუფლებისკენ მიმართვაზე ისაუბრებს, იქვე ისიც თქვას, ამ თანხიდან რამდენი დააბრუნა უკან, მის ქვეყანაში, მისი ხელისუფლების სასარგებლოდ“ - შალვა პაპუაშვილი
„ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას.
„ბოლო პერიოდში, არაერთხელ მოვისმინეთ ზოგიერთი დონორისგან, თითქოს უცხოური დაფინანსების ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იხარჯებოდა.
არ ვურჩევდი რომელიმე დონორს ამ თემაში შესვლას, ორი მიზეზის გამო:
▪️ნებისმიერი გრანტი, რომელიც ბიუჯეტში შედის, ხმარდება მოსახლეობას და არა ხელისუფლებას, და ამავე დონორებისგან განსხვავებით, ამ ხარჯის თითოეული თეთრი საჯაროა, მისი ხარჯვის მიზნობრიობა კი დადასტურებული (შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიოში N1 ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობით).
▪️მეორე და მთავარი. დიდი საიდუმლო არ არის, რომ დონორებს აქვთ მითითება, მათი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ისევ წარმომავლობის ქვეყანაში დააბრუნონ. ასე რომ, სადაც რომელიმე დონორი მისი თანხის ხელისუფლებისკენ მიმართვაზე ისაუბრებს, იქვე ისიც თქვას, ამ თანხიდან რამდენი დააბრუნა უკან, მის ქვეყანაში, მისი ხელისუფლების სასარგებლოდ,” - წერს პაპუაშვილი.
1738747088
საქართველოGuide Of Georgia: მუმბაის გამოფენამ გადააჭარბა მოლოდინებს, ველოდებით ტურისტების დიდ რაოდენობას ინდოეთიდან
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. OTM 2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მ...
1738746600
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე მაგისტრალის გადაკეტვაზე: 2-3 დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ვსაუბრობდით, რომ აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლას გამოეხმაურა. „2-3 დღის გა...
1738745051
მსოფლიოABC News: სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე. განუცხადა ABC News წყარომ. როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, დეპარტამენტი მიზნად ისა...
1738742501
ახალი ამბები„სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას“ განაგრძობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მის...
1738741769
მსოფლიოგრენლანდიაში 11 მარტს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ 11 მარტს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა არქტიკული კუნძულის...