საგამოძიებო სამსახურმა ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოავლინა - დაკავებულია 3 პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლინეს. დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 3 პირი, ხოლო 16 პირს ბრალდება წარედგინა. მათგან ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რადგან იგი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფაქტობრივად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ.
სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ.
იმპორტის გადასახდელების გადაუხდელობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548 809,38 ლარის ზიანი მიადგა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1793597525
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: როდესაც გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში
„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ ს...
1793596258
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ნოემბერს საქართველოში
30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1793566520
მსოფლიოფრანკფურტში აქციების დროს 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 54 ადამიანი
გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დემონსტრაციის დროს 17 მაღაზია დაზიანდა...
1793562589
მსოფლიოკრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობას ასახელებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედიაიტყობინება. პესკოვის განცხადებით,...
1793557306
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება, მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა უნდა შემოწმდეს
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრ...




























