საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე 1 პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე 1 პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 179 000 ლარზე მეტს შეადგენს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, ჯამში, 38 190 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 179 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა-მხილების მიზნით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745395774

ახალი ამბები

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება - განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს

„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიაში, 5 მარტიდან დღემდე, 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა“, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთა...

თბილისის მერია

1745394007

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: თუ ახლა მივიღეთ საბჭოთა კავშირის ნაცვლად ისეთი ევროკავშირი, რომელიც რეალურად ჩვენ აქ დაგვიწესებს როგორ უნდა ვიცხოვროთ, მაშინ რა არის მათ შორის განსხვავება?

ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის თემით შანტაჟზე საუბრობს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის რომ ევროკავშირი შანტაჟის ენით...

გურამ მაჭარაშვილი

1745393458

ახალი ამბები

მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შემუშავდა

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ „მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შეიმუშავა. როგორც დედაქალა...

კახა კალაძე

1745392120

ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს

ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს. სააგენტოს ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში 41 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შ...

ექსპორტი

1745391624

ახალი ამბები

კახეთში ავტომობილი საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა - ორივე ადგილზე დაიღუპა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა, რის შედეგა...

ფსფფსფ