სამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„2012 წელს დაბადებული მოზარდი წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გატაცებული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.~
1777789459
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მო...
1777754609
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ
„მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არ აქვთ მათ ა...
1777751755
საზოგადოებაპრემიერი: სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით, ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა - ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ
ჩვენს მანდატს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრობლემები როცა იყო კორუფციასთან დაკავშირებით, გადამჭრელი ზომები მივიღეთ და დღეს პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ ყველა მინისტრზე, ყველა პოლიტიკური თანამდებობის პ...
1777750221
საზოგადოებაპრემიერი: კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათაზე და საწვავის აქციზზე მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება
კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ,...
1777748065
საზოგადოებაპრემიერი: დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათაზე ფასების შემცირება
დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათაზე ფასების შემცირება, საშუალოვადიანი ამოცანაა, რომ...



























