პრემიერი: სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით, ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა - ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ

ჩვენს მანდატს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრობლემები როცა იყო კორუფციასთან დაკავშირებით, გადამჭრელი ზომები მივიღეთ და დღეს პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ ყველა მინისტრზე, ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირზე მთავრობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კეთილსინდისიერად უძღვებიან საკუთარ საქმეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ .

პრემიერის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ კორუფცია ყველა მიმართულებით არის შემცირებული.

„ჩვენს მანდატს ვიყენებთ იმისათვის, რომ პრობლემები როცა იყო კორუფციასთან დაკავშირებით, გადამჭრელი ზომები მივიღეთ და დღეს პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ ყველა მინისტრზე, ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირზე მთავრობაში, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი კეთილსინდისიერად უძღვებიან საკუთარ საქმეს. ამის შედეგია ის, რომ წელს, რომ ავიღოთ პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, გაზრდილია შარშანდელ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ კორუფცია ყველა მიმართულებით არის შემცირებული. პასუხისმგებლობას ვიღებთ არათუ შემცირებაზე, არამედ აღმოფხვრასთან დაკავშირებით. ცვლილებები განხორციელდა ენერგეტიკის სექტორში,“ საქართველოს რკინიგზაში“, სახელმწიფო საწარმოებში, ინფრასტრუქტურაში. ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება წელს, პირველ კვარტალში, ვიდრე იზრდებოდა შარშან“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაიგეგმა განათლების რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს.

„ამ მანდატს ვიყენებთ იმაში, რომ განათლების რეფორმა დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ყველა სფეროში არის განათლება. ამას ბიზნესიც აღნიშნავს, კვლევების თანახმად, ნომერ პირველი პრობლემა, რაც სახელდება, ეს არის კვალიფიციური კადრების პრობლემა. განათლების პრობლემა არის პოლიტიკაში, საზოგადოებრივ დებატებში, სატელევიზიო დებატში. იმისათვის, რომ ეს პრობლემა შემცირდეს, ჩვენ ხელი მოვკიდეთ განათლების რეფორმას, რომელსაც ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მზარდ ეკონომიკურ და სოციალურ მონაცემებზე.

„ეკონომიკურად და სოციალურად რაში გამოიხატება ეს მანდატი - სულ რაღაც ორი წლის წინ საქართველოში საშუალო ხელფასი იყო 1767 ლარი, ახლა არის 2283 ლარი. კარგი ზრდაა, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს - კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საფრანგეთში 2680 ევროა საშუალო ხელფასი. ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ზრდის ტემპი გვაქვს კარგი. ჩვენი ეკონომიკა ამ ორი წლის განმავლობაში გაიზარდა 23,7 მლრდ ლარით. ესეც დამაკმაყოფილებელი ზრდის მაჩვენებელია. რაც შეეხება საერთო სოციალურ მდგომარეობას - არის უამრავი სოციალური პრობლემა, დაწყებული სიღარიბით. 350 000 ადამიანი საქართველოში დღეს ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა ეს პრობლემა რომ არ იყოს, ფასების პრობლემაც არ იქნებოდა ასეთი მტკივნეული. სიღარიბის მაჩვენებელი, ხელფასის ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელი არის ის მიზეზები, რის გამოც ჩვენ წუხილი გამოვთქვით ფასებთან დაკავშირებით. ეს არის სოციალურად მგრძნობიარე თემა და ძალიან ადვილია ნებისმიერი გაუნათლებელი პოლიტიკანისთვის, ე.წ. პოლიტიკოსისთვის სპეკულირება. მაგრამ ჩვენ საზოგადოებაზე უნდა ვიზრუნოთ, ნებისმიერი ასეთი თემა უნდა გავხადოთ საზოგადოების განსჯის საგანი და კომისიაც ამიტომ შეიქმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო. ჩვენ შეგვეძლო, მთავრობაშიც წარგვემართა პროცესი და დასკვნებს გამოვიტანდით ამ თვეების განმავლობაში, მაგრამ საპარლამენტო კომისიის მთელი ხიბლი ის იყო, რომ საზოგადოების თვალწინ წარიმართებოდა ეს პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777744132

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები

პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტი...

შოთა ბერეკაშვილი

1777744085

საზოგადოება

პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია

მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რო...

ირაკლი კობახიძე

1777744021

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი

ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...

ირაკლი კობახიძე

1777742743

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი

ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1777742675

საზოგადოება

პრემიერი: არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა - ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით

პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესა...

ირაკლი კობახიძე