სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.
ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს.
1787948692
მსოფლიონეპალში დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა - დაღუპულია 579 ადამიანი
ნეპალში მეწყერის და წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულია 579 ადამიანი, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურად მი...
1787947770
ახალი ამბებიალექსანდრ ჯიკიჩი – „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა 23 ასისტი და 3 შეცდომა“
მონტენეგროს ნაკრებთან გამარჯების შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მარიამობა ქართულ ენაზე მოგვილოცა: „გილოცავთ მარიამობას, ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია როგორც ქ...
1787946643
ახალი ამბებიბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას
„უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია“, - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა. მან გაერთიანებულ სა...
1787944835
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალა...
1787943959
ახალი ამბებითაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპობოკერიას“ ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს
„ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდნენ ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს “გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-...






























