რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს

რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.

მას მიაჩნია, რომ ახალგაზრდების ციხეში წლობით გამოკეტვა ღირს. აქტივისტი, იმ პატიმრებს, რომლებსაც პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ, უწოდებს მტკიცე კლდეებს, რომლებზეც “სახარებისეულად დაშენდება საქართველოს მომავალი, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების”.

“პატიმრებმა, რომლებიც რეჟიმმა გაათავისუფლა, დაწერეს შეწყალება.

ამ ამბავს უნდა ავრცელებდეს არა მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდისტული მედია, არამედ თავისუფალიც.

ეს არც სასირცხვილოა და არც საამაყო.

როდესაც ვესწრებოდი განაჩენებს, ყველა მოსამართლე განაჩენის წაკითხვას ასე ამთავრებდა:

"მიმართეთ პრეზიდენტს შესაწყალებლად".

ნებისმიერი რეჟიმის მეხოტბე ცინიკურად იტყოდა:

"ნეტა აქამდე დაეწერათ!"

რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ.

ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის.

ამიტომ მიმართვა შეწყალებაზე რეჟიმს მიაჩნია საკუთარ გამარჯვებად. ამიტომ დადო "იმედმა" ნიშნის მოგებით.

და გარკვეულწილად დარტყმა არის წინააღმდეგობისთვის;

მაგრამ არავის ამ ქვეყანაში, იმ პატიმრების გარდა, რომლებიც შეწყალებისთვის არ მიმართავენ რეჟიმს, არ აქვს უფლება, რომ ამ ნაბიჯს შეხედოს წყენით.

განსაკუთრებით მათ, ვინც "დაკარგა" ბრძოლის აზრი. აწია ხელები და დანებდა.

ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები?

რა თქმა უნდა, ღირს.

მაგრამ პირადად ადამიანის გადასაწყვეტია, ასეთი მსხვერპლის მიტანა უღირს თუ არა ამ საზოგადოების სამსხვერპლოზე - საკუთარი ცხოვრების საუკეთესო წლების.

ბედნიერი ვარ თუ არა, რომ პატიმრების ნაწილი თავისუფალია? უსაზღვროდ.

ამ ხელისუფლების მანიპულაციის მიმართ მაქვს თუ არა ბრაზი? ასმაგი.

ასმაგად უფრო მტანჯავს მათე დევიძე ციხეში.

ასმაგად, რადგან წნეხი მათზე ვინც ციხეში რჩება მეტია - მათ შორის რეჟიმის:

"ნეტავ ადრე დაეწერათ!"

მაგრამ ჩვენ ეს რეჟიმმა არაერთხელ გამოგვატარა, როდესაც სასამართლოს ეზოში თერთმეტს სვამდა წლობით და ერთს უშვებდა, რომ ემოციურად გავენადგურებინეთ.

კოგნიტიური დისონანსით ჩვენი პარალიზება გამოეწვია. ბრძოლის ძალა დაგვეკარგა, გავშეშებულიყავით.

ამიტომ არის რომ რამდენიმეს გამოშვებას გვაზეიმებს და ათეულობით უტეხი პატიმრის ცეცხლით გვწვავს.

მაგრამ ამ რეჟიმმა ერთ სიბრძნე არ იცის: თითოეული ჩვენგანის დაჩაგვრით, დაშინებით, გატეხით... შედეგი მისივე წიაღში დგება;

ჩვენი ჩამუხვლა სადაც უხარია, შიგნით ასმაგად იმუხლებიან მისივე წევრები. ჩვენზე "გამარჯვებით", თავად მარცხდებიან.

მათი ირონია, ბედის ირონიით მათვე უბრუნდებათ.

თუ არა და, თვალი გვაქვს და ვხედავთ, ყური გვაქვს და გვესმის.

თავს იღუპავენ - მათე დევიძის ცოდვით.

და რადგან ცოდვაზე ვთქვი, ერთსაც ვიტყვი.

სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ყველა პატიმარს, ილია მეორიდან მოყოლებული, საპატიმროს ბოლო დღეს აჩუქებს პატრიარქი.

თუ მაგალითად მოსჯილი გაქვს ხუთი წელი, მოგახდევინებენ და ბოლო დღეს ერთი დღით ადრე გიშვებენ - პატრიარქმა გაჩუქაო.

ფ.დოსტოევსკი არ არის ჩემი საყვარელი მწერალი, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესია მოაზროვნეთა შორის:

მისი დიდი ინკვიზიტორი არაფერია მსგავს მანიპულაციასთან - პატიმრის ბედით, განწყობით.

ტრადიცია გრძელდება და თუ ეკლესიას ღმერთთან მიახლოება უნდა, ეს წესი უნდა გაუქმდეს.

ადამიანის ცხოვრებით მანიპულაცია უდიდესი ცოდვაა, განსაკუთრებით მარიამობას - ქრისტეანისთვის.

მე სხვაგვარად ვერ მოგილოცავდით ღვთისმშობლის მიძინების დღეს, რომ არ მეთქვა, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე - ერთი მხრივ, საბა ჯიქიას ციხიდან გამოშვებით და, მეორე მხრივ, მათე დევიძის ციხეში დატოვებით.

გილოცავთ!

ვულოცავ გათავისუფლებულ პატიმრებს!

და ვულოცავ პატიმრებს - მტკიცე კლდეებს, რომლებზეც სახარებისეულად დაშენდება საქართველოს მომავალი, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების!” - წერს დავით ჩხეიძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა. მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც არიან. შეწყალებულმა პირებმა საპატიმროები 27 აგვისტოს დატოვეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787948692

მსოფლიო

ნეპალში დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა - დაღუპულია 579 ადამიანი

ნეპალში მეწყერის და წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპულია 579 ადამიანი, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურად მი...

ნეპალში დაკარგულთა რიცხვი

1787947770

ახალი ამბები

ალექსანდრ ჯიკიჩი – „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა 23 ასისტი და 3 შეცდომა“

მონტენეგროს ნაკრებთან გამარჯების შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მარიამობა ქართულ ენაზე მოგვილოცა: „გილოცავთ მარიამობას, ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია როგორც ქ...

ალექსანდარ ჯიკიჩ

1787946643

ახალი ამბები

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას

„უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია“, - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა. მან გაერთიანებულ სა...

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი

1787944835

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალა...

მიხეილ ყაველაშვილი

1787943959

ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპობოკერიას“ ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს

„ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდნენ ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს “გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-...

პოლიტიკოსი