სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 16 ჰექტარია, მიმდინარეობს საფეხმავლო და ველობილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ცხოველთა სასეირნო სივრცის, დასასვენებელი პავილიონების, სკეიტპარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის მოწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება მცირე ზომის ველოტრეკიც.
სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება - 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს სიდიდით, ზღვისუბნის პარკის შემდეგ, დედაქალაქში მეორე იქნება. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ტერიტორია სრულად მოწესრიგდება და გამწვანდება. სიახლეა ის, რომ მოეწყობა ველოტრეკი, რომელიც დედაქალაქში პირველი პროექტი იქნება. გამოიყოფა პარკური ზონა, სკეიტპარკი, ცხოველებისთვის ცალკე სივრცე, ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები, სავარჯიშო მოედნები. ტერიტორია იძლევა საშუალებას, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის მოეწყოს შესაბამისი სივრცე. აღნიშნულ სივრცეს, 2026 წლის გაზაფხულიდან უკვე ექნება შესაძლებლობა, სტუმრები მიიღოს. ირგვლივ უამრავი ადამიანი ცხოვრობს და პირველ რიგში, მათი ოჯახებისთვის არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, რეკრეაციული სივრცეები ძალიან უხდება ჩვენს დედაქალაქს და მიხარია, რომ კიდევ ერთი დიდი პროექტი შეემატება მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტში გათვალისწინებულია გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობაც. ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება 8 300 ძირი მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე იმყოფებოდნენ.
1736832543
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს დროშა ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობის, სიმტკიცის უმთავრესი სიმბოლოა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ე...
1736831528
ახალი ამბები1 დაღუპული და 4 დაშავებული - ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა
ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი. აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდ...
1736801108
საზოგადოება14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღე...
1736799586
მსოფლიონატოს გენმდივანი - მოგვიწევს რუსული ენის სწავლა, თუ თავდაცვისთვის მეტ თანხას არ გამოვყოფთ
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა და თქვა, რომ თუკი თავდაცვისთვის მეტ თანხას არ გამოყოფენ, ევროპელებს 4-5 წელიწადში მოუწევთ...
1736798741
მსოფლიოოლაფ შოლცი - უკრაინის მხარდაჭერამ გერმანიის სხვა ხარჯებზე არ უნდა იმოქმედოს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქალაქ ბილეფელდში გამართული კამპანიის დროს განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას, თუ ეს მოითხოვს ბიუჯეტის სხვა პუნქტებისთვის დაფინანსე...